ალიევი: მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვიწყებთ

ალიევი: მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვიწყებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპსა და ნიკოლ ფაშიანიათან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.

"ეს არის ისტორიული მოვლენა. ჩვენ ახლა ახალ ისტორიას ვწერთ აზერბაიჯანისა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობაში. ჩვენ ვიწყებთ სტრატრგიულ პარტნიორობას, რომელიც დაიხვეწება მომდევნო რამდენიმე თვეში. ეს აზერბაიჯანისთვის ისტორიული მიღწევაა, რადგანაც, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ყოფნა დიდი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაა", - განაცხადა მან.

ალიევის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორისაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანზიტი, ხელოვნური ინტელექტი, თავდაცვის სფერო და ა.შ.

ეს, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას მიცემს.

"ეს პარტნიორობა მოიცავს ბევრ მნიშნველოვან სფეროს. საერთო ინვესტიციებს, ვაჭრობას, ენერგეტიკას, კავშრებს, ტრანზიტს, ხელოვნურ ინტელექტს, თავდაცვითი ვაჭრობას, კონტრტერორიზმს. ეს ბევრ შესაძლებლობას ხსნის აზერბაიჯანისთვის, რომ გააგრძელოს განვითარება, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიცირება, დღევანდელივით დაბალ დონეზე შეინარჩუნოს უმუშევრობა და გაიხედოს მომავალში დიდი ოპტიმიზმით", - დასძინა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ტრამპს ასევე მადლობას უხდის აშშ-ის მიერ თავდაცვის სფეროში დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის.

"ასევე ძალიან მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის, რომ მან მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც აზერბაიჯანს 1992 წელს დაუწეს, მხოლოდ 1 წლის შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა. 33 წლის შემდეგ ეს შეზღუდევები მოხსნილია. ეს დღე აზერბაიჯანის მოსახლეობას სიამაყითა და მადლიერებით ემახსოვრებათ. განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ხედვით მიმართ", - თქვა ალიევმა.