
"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში 20 ოქტომბერს ჩანიშნულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა მინისტერიალზე არ მიუწვევიათ.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
მისი თქმით, მინისტერიალზე საქართველო ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
"საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან მიწვეული არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა მინისტერიალზე. მოსაწვევი არ გაუგზავნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, თუმცა ქვეყანა მინისტერიალზე ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი", - წერს იოზვიაკი.