ალიევი: დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი და მათი ხალხი შერიგებას შეძლებენ

რომ არა პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი, ჩვენ დღეს, აზერბაიჯანი და სომხეთი, ალბათ ისევ ამ მოლაპარაკებების დაუსრულებელ წრეში ვიქნებოდით დარჩენილი. ასე რომ ეს ისტორიული დღეა. ჩვენ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ, რაც ბევრ შესაძლებლობებს შექმნის არამხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის. ტრამპის დერეფანი შექმნის ახალ კავშირებს, მოხსნის ბარიერებს ბევრი ქვეყნისთვის.

აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლები ერთ პერიოდში გახდნენ, იმ დროიდანვე ჩვენ ომში ვიყავით. ჩვენ ბევრი წელი დავკარგეთ, რადგანაც ომითა და სისხლისღვრით ვიყავით დაკავებულები. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მშვიდობა მოიტანა კავკასიაში. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი და მათი ხალხი შერიგებას შეძლებენ. ჩვენ გადავშლით სისხლისღვრის გვერდს და ჩვენი მომავალი თაობისთვის ნათელ მომავალს მოვიპოვებთ.

განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.