ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებაზე: იქნება ტერიტორიების გაცვლები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ

ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებაზე: იქნება ტერიტორიების გაცვლები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ

ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა უკრაინის ომზეც ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ძალიან მალე შეხვდება."

მან არ გამორიცხა, რომ ომის გადასაჭრელად რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლაც შედგეს.

"მჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინს უნდა მშვიდობა. პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მშვიდობა. ზელენსკის მოუწევს რაღაცაზე ხელის მოწერა და ვფიქრობ, ის ამისთვის მუშაობს.

ჩვენ მოცემულობაში გვაქვს ტერიტორია, რომლისთვისაც 3 წელიწად-ნახევარია იბრძვიან. ბევრი რუსი და უკრაინელი მოკვდა. ჩვენ ნაწილის [ტერიტორიის] დაბრუნებას ვცდილობთ. რთული საქმეა, ადვილი არ არის. იქნება ტერიტორიების გაცვლები ორივეს სასარგებლოდ. თუმცა ამაზე დამატებით ხვალ ვისაუბრებთ", - თქვა ტრამპმა.