სენატორებმა ახსენეს სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რომელიც დილით გვქონდა. როგორც ვიცით, სიტუაცია საშინელი ხდება. ჩვენ ამ კომიტეტში გვქონდა ხანგრძლივი ვალდებულება ქართველი ხალხის მიმართ და დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას. ათასობით ადამიანი ქუჩაშია შვიდი დღეა და აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც გლობალური მაგნიტსკის აქტზე მსჯელობენ.