სარემონტო სამუშაოებისას კედლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

სარემონტო სამუშაოებისას კედლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ჭიათურის სოფელ რგანში კერძო შენობაში სარემონტო სამუშაოებისას კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს.