საფრანგეთის ევროპის მინისტრი: საქართველოში სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთებული ვართ

ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ფხიზლად ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ევროპულ მისწრაფებას ქართველო ხალხის, მაგრამ ევროკავშირი არის ღირებულებების კავშირი, კანონის ფუნდამენტური ნორმების პატივისცემით, სამართლიანობით, დამოუკიდებლობით, სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემით, უმცირესობებისა და ლგბტ ადამიანების უფლებების პატივისცემით და ამ მხრივ სიტუაცია საქართველოში გვაშფოთებს.

განაცხადა საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადიმ.