საფრანგეთის ელჩი: დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია

საფრანგეთის ელჩი: დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი X-ზე სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საუბარია დავით ქაცარავაძე თავდასხმაზე.

ელჩი აცხადებს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია.

"თბილისის პროტესტი. მოგიწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია და უნდა იქნას გამოძიებული", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. ის რამდენიმე საათის წინ ძალის გამოყენებით დააკავეს. ამჯამად ქაცარავა კლინიკაშია გადაყვანილი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის მხრიდან ნაცემ დავით ქაცარავაზე გამოძიება დაიწყო.