საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
"2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს სინოდის სხდომა უკვე მეორედ ტარდება. პირველად სინოდის წევრები 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბნენ.