რუსული კანონი წინასაარჩევნოდ სადამკვირვებლო მისიებისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას ისახავს მიზნად. ამოქმედებაც შესაბამისადაა დროში გაწერილი. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს რუსული კანონით დაწესებულ დრაკონულ რეგულაციას. ამასთან მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ყველაფერს გააკეთებენ, მოქალაქეების უფლებების დასაცავად და არჩევნებსაც დააკვირდებიან.