სამოქალაქო საზოგადოება და ექსპეერტები გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ღია პლატფორმა, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გამოააშკარავებს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას.
სამოქალაქო საზოგადოების თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს წინასწარმა შედეგებმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი შექმნა.
"ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებაში მივიჩნევთ, რომ ვალდებულნი ვართ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების საძიებლად" - აღნიშნა ლაგაზიძემ.
ღია პლატფორმაში იწვევენ ყველა კვალიფიციურ ექსპერტს და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა.
ლაგაზიძის თქმით, პლატფორმა ხელს შეუწყობს:
"მოვუწოდებთ ყველას საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს ექსპერტულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დავდგეთ ერთად - ახლა მაინც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე, ჩვენი წინაპრებთან ვალდებულების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, გადავდოთ ყველა განსხვავება გვერდით, წინ ისეთი მოწინააღმდეგეა, რომელსაც ჩვენ მხოლოდ საერთო რესურსებით, საერთო ინტელექტით შევძლებთ, გავუწიოთ წინააღმდეგობა და ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს"- თქვა ლაგაზიძემ.