ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდით უდგანან წლების მანძილზე და არ აპირებენ, რომ ეს ქვეყანა მიატოვონ და სტატუსის მონიჭებაც ამის დასტური იყო, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ დახმარებას მიმართავენ სწორედ იმ სექტორებზე, რის წინააღმდეგაც არ იშურებს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ბარიერი არ გამოიყენოს ხელისუფლებამ.
ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ისევე მედიას და ოპოზიციას და რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდით უდგანან, დაეხმარებიან მედიას და არასამთავრობო სექტორს, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია.
განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერიმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.
დღეს, 9 ივლისს კი ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა..