ხალხი ელოდება არა მხოლოდ ორპოლუსიანობის დარღვევას, არამედ ელოდება სიახლეს და ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ასე გვჯერა. ამიტომ, ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, აქტიური მოქალაქეების ჯგუფებთან.
ასე პასუხობს ლელო - საქართველოსთვის წევრი სალომე სამადაშვილი ფორმულას კითხვას საარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ახალი, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ ერთიანდებიან, თუმცა ნიკა გვარამიას თქმით, ამ ეტაპზე ლელოსთან შეთანხმება, განსხვავებული შეხედულების გამო, ვერ ხერხდება.