![მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/5d1d3c87-cef0-4782-abe9-35d67f83e697.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის სამომავლო კონტრშეტევის პერსპექტივას დადებითად აფასებს. შესაბამისი განცხადება სალივანმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
სალივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებები ოფიციალურ კიევს "სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს" დაუბრუნებს.
"ზუსტად რამდენს და რა ადგილებში - ეს იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარებაზე, როცა უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ", - თქვა ჯო ბაიდენის მრჩეველმა.
კითხვას - დააჩქარებს თუ არა კონტრშეტევა სამშვიდობო პროცესს, სალივანმა უპასუხა, რომ ბრძოლის ველზე მოვლენების განვითარება "საგრძნობ გავლენას" იქონიებს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის.