აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხობს ფორმულას ამერიკის ბიუროს ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოში ანტიკორუფციული სამუშაოების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
შეკითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ანტიკორუფციული ბრძოლის კოორდინატორის აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა გააძლიეროს ანტიკორუფციული სამუშაოები ქვეყნის შიგნით, სახდეპი ასე პასუხობს:
"იანვარში საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას, კოორდინატორმა ნეფიუმ აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით - მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიული ზრდისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორუფციასთან საბრძოლველად აუცილებელია სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობასთან მოქალაქეთა ჩართულობისთვის სივრცის შექმნა. ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის, ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი რეკომენდაცი ეხება მთავრობის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და გაითვალისწინოს ამ ორგანოებთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში.