
საქართველოში ლიეტუველი უფლებადამცველი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ყოველგვარი განმარტების გარეშე გააბრუნეს.
"ჩემს საყვარელ საქართველოში ზუსტად 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ქვეყანაში არ შემომიშვეს. უკან გამაბრუნეს ყველანაირი განმარტების გარეშე, "სხვა მიზეზებით" - ეს ცხადად აჩვენებს, სად არის დღეს ქვეყანა"- წერს ის.
ლიეუტუველ უფლებადამცველს საქართველოში ოჯახი ჰყავს.