საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 100%. ქემალ ქილიჩდაროღლუს 63.58% აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 31.34%.

რაც შეეხება თურქეთის შედეგებს, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99.38% და ამ მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანს 49.42% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი 44.95%.