საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.