საკრებულოს დეპუტატმა ოცნებიდან დეკლარაციაში ხელფასი და უძრავი ქონება არ მიუთითა

საკრებულოს დეპუტატმა ოცნებიდან დეკლარაციაში ხელფასი და უძრავი ქონება არ მიუთითა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასი და უძრავი ქონება არ მიუთითა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ლაბუჩიძე ორ უძრავ ქონებას ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ ასახა დეკლარაციაში, ესენია თბილისში სულხან ცინცაძის ქუჩაზე 115,58 კვ.მ ბინა, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტში 36,40 კვ.მ ბინა.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ლაბუჩიძეს უძრავი ქონება არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითებია. TI წერს, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2022 წელს ლაბუჩიძე დეკლარაციის არასრულად შევსების გამო უკვე დააჯარიმა.

ორგანიზაციის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავენ, ლაბუჩიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.