დეკლარაციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის ცოლი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა.
წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, მოსამართლე როინიშვილის ცოლი, დიანა ცინდელიანი 2023 წელს (1 იანვარი-6 ოქტომბერი პერიოდში) რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, მას ამისთვის 1130,41 რუბლი აქვს მიღებული, რაც მაშინდელი გაცვლითი კურსით 12.51 დოლარს შეადგენდა.
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2020 წლის 29 მაისს დაინიშნა. როინიშვილი 2009-2020 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები როინიშვილის დანიშვნის პერიოდში აცხადებდნენ, რომ ის "საკონსტიტუციო სასამართლოში კლანის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა".