
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, — ნათქვანია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 2016 წლის 12 სექტემბერს გახდა.