საია: შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები კვეცს გამოხატვის თავისუფლებებს

საია: შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები კვეცს გამოხატვის თავისუფლებებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თქმით, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

"საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს. “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

⭕ 6 თებერვალს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

⭕ აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილებები ამ კოდექსშიც შედის, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის გარანტიებს", - წერს საია.