საია: დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს დემონსტრანტების წინააღმდეგ

საია: დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს დემონსტრანტების წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონტრაციების დასარბევად ქართული ოცნება აქტიურად იყენებდა ქიმიურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს.

მათი თქმით, დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ.

"გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობი არის, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ.

ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას", - აცხადებენ საია-ში.