შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, (ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყაზბეგი საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება.
უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
"ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი "დარიალის" გავლით, მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო პროცედურები) ორივე მიმართულებით იქნება შეჩერებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი ჩვეულ რეჟიმში, 24/7-ზე, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - წერია განცხადებაში.