
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ფორმულას საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის თანახმად, თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ლევან კუპატაშვილი შეასრულებს.
გიორგი წერეთელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.