მოღალატეების აღლუმი აჭარის უმაღლეს საბჭოში როგორც ბოლო წვეთი - ამ სიტყვებით იწყება მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მისი აქტიური ჩართვის შესახებ გვამცნობს. რას შეცვლის სააკაშვილის გადაწყვეტილება, აქტიურად დაუბრუნდეს შიდა პოლიტიკას? - მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს ევროპულ ძალებს გაერთიანებისკენ, მათ შორის ხაზს უსვამს ერთობის აუცილებლობას ნაციონალურ მოძრაობაში, პარტიაში ახალ და ძველ მენეჯმენტებს შორის ახლაც დაძაბულობაა.