
უკრაინამ რუსეთიდან კიდევ 84 ადამიანი დააბრუნა, მათ შორის 33 სამხედრო მოსამსახურე და 51 სამოქალაქო პირი, რომელთა ნაწილიც ტყვეობაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულებს სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და სარეაბილიტაციო მკურნალობა. მათი შორის არიან მარიუპოლის მცველებიც.
ეს უკვე 67-ე ტყვეთა გაცვლაა.