რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის თავზე რუსული თვითმფრინავის Su-34-ის "საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება მოხდა".
სამინისტროს თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
"20 აპრილის საღამოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15-ზე ქალაქ ბელგოროდის თავზე Su-34 თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები." - წერია სამინისტროს განცხადებაში.
20 აპრილს ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20 მეტრის რადიუსის კრატერი გაჩნდა.
რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.