რუსეთის თავდასხმა დონეცკზე: დაღუპულია 17 წლის მოზარდი, დაშავდა სამი ადამიანი

რუსეთის თავდასხმა დონეცკზე: დაღუპულია 17 წლის მოზარდი, დაშავდა სამი ადამიანი

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე განხორციელებული ღამის იერიშის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

მისი განცხადებით, დაბომბვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მშვიდობიან ინფრასტრუქტურას:
„სლავიანსკში დაღუპულია 17 წლის ბიჭი, სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 32 კერძო სახლი, 2 ადმინისტრაციული შენობა, 4 მრავალსართულიანი კორპუსი, საწარმოო ობიექტი და 3 ავტომობილი“.

რუსული ძალების იერიში სლავიანსკზე 22 ივნისს, ღამით განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.