
კამჩატკაში მდებარე კრაშენინიკოვის ვულკანი 500-ზე მეტი წლის შემდეგ ამოიფრქვა. ღამის განმავლობაში ვულკანმა ფერფლის სვეტი ექვსკილომეტრიან სიმაღლეზე აისროლა.
ექსპერტების თქმით, ვულკანის აქტივობა შესაძლოა უკავშირდებოდეს გასული კვირის ძლიერი მიწისძვრის შედეგებს - 8.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა იმავე რეგიონში.
კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევების რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, კრაშენინიკოვის ვულკანის ბოლო ამოფრქვევა XV საუკუნეში დაფიქსირდა.
მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ რეგიონში ძლიერი ბიძგები შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.