რუსეთის ელჩი გაეროში: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ არარეალისტურია

რუსეთის ელჩი გაეროში: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ არარეალისტურია

გაეროში რუსეთის ელჩის ვასილ ნებენზიას თქმით, "უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია".

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული სხდომის დროს ისაუბრა.

"ჩვენ გვქონდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეზღუდულად შეწყვეტის მცდელობა, რომელიც უკრაინულმა მხარემ არ დაიცვა. ამ მოცემულობაში, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია", - თქვა ნებენზიამ.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პასუხს, ამ კვირაში, რუსეთისგან ელოდება.