
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პასუხს, ამ კვირაში, რუსეთისგან ელოდება.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ამ კვირაში მათგან [რუსეთისგან] პასუხს მივიღებთ. სინამდვილეში, ძალიან მალე. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ სიკვდილიანობა და მკვლელობები შეწყდეს", - თქვა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ ხუთშაბათს აშშ და უკრაინა იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
„ჩვენ გვაქვს წიაღისეულის შეთანხმება, რომელსაც, ვფიქრობ, ხუთშაბათს მოეწერება ხელი.
მე, ვვარაუდობ, რომ ისინი შეასრულებენ შეთანხმებას", - თქვა ტრამპმა.