ტრამპი: უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმებას ხუთშაბათს ხელი მოეწერება

ტრამპი: უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმებას ხუთშაბათს ხელი მოეწერება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ხუთშაბათს აშშ და უკრაინა იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ ტრამპმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელეს.

„ჩვენ გვაქვს წიაღისეულის შეთანხმება, რომელსაც, ვფიქრობ, ხუთშაბათს მოეწერება ხელი.

მე, ვვარაუდობ, რომ ისინი შეასრულებენ შეთანხმებას", - თქვა ტრამპმა.