რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე დრონებით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე დრონებით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე მასირებული შეტევა განახორციელეს „შახედის“ ტიპის საბრძოლო დრონებით. ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა, განაცხადა, რომ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ხარკოვში დაფიქსირდა 20 პირდაპირი დარტყმა ოთხი რაიონის რვა ლოკაციაზე.

მისი თქმით, შეტევა შეეხო შევჩენკოს, კიევის, ხოლოდნოგორსკის და ინდუსტრიულ რაიონებს. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად კიევის რაიონში მდებარე ქალაქის ერთ-ერთ
უდიდეს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.

დეტალებს ადასტურებს ხარკოვის ოლქის პროკურატურაც — უწყების წარმომადგენელმა, დმიტრო იაციჩენკომ, აღნიშნა, რომ დრონების სამიზნე გახდა კერძო საწარმო, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი სახლები.

დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა ქალაქის მერმა: თავდასხმების საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია. დილით ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა, განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

ხარკოვის ოლქის პროკურატურამ დილით გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგებს ასახავს.