რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა 16 წლის ბიჭი

რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა 16 წლის ბიჭი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი ავრცელებს.

"9 მარტს დილით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო დარტყმის შედეგად, 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც 22 წლისაა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, დაზიანდა კერძო სახლი, ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი", - ამბობს ლისაკი.