რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა.

ოდესის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა შავი ზღვის პორტი მოინახულა.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეხვედრის დროს მტერმა კიდევ ერთხელ მასობრივად შეუტია ოდესის რეგიონს",- თქვა კიპერმა.

რუსეთმა ოდესას დრონებით 21 მარტის დილას შეუტია.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად, 3 მოზარდი დაშავდა.