
30 მარტის ღამეს რუსებმა ბალისტიკური რაკეტითა და 111 შაჰედის ტიპის დარტყმითი და სხვადასხვა ტიპის იმიტატორი დრონებით უკრაინაზე იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდაცვამ 65 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო, ხოლო კიდევ 35 "ლოკაციურად დაიკარგა".
ბალისტიკური რაკეტა რუსეთის როსტოვის ოლქიდან გაუშვეს, ხოლო დრონები – მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდის მიმართულებებიდან.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო აპარატები უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში იქნა ჩამოგდებული.
სამხედრო უწყების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ხარკოვის, სუმის, ოდესისა და დონეცკის ოლქები.