
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვუგზავნი ჩემს მილოცვას საქართველოს ხალხს ამ ეროვნული დღის აღსანიშნავად.
ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და პარტნიორობა ბოლო ოცდაათ წელზე მეტია დაფუძნებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე.
ამ დღეს ვზეიმობთ ქართველი ხალხის ძალასა და გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები კვლავაც ურყევად უჭერს მხარს პარტნიორობას, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისკენ", - წერს რუბიო.