
14 თებერვალს, დილით რომის პაპი ფრანცისკე ანალიზებისთვისა და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Reuters-მა ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
"დღეს, დილით, წირვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მიიყვანეს Policlinico Agostino Gemelli-ში რამდენიმე საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოს გარემოში ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს", - წერს გამოცემა ვატიკანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
88 წლის ფრანცისკეს, რომელიც რომის პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემა.