როლანდ მესხი, რომელმაც აქციაზე ქალს თმა მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა

როლანდ მესხი, რომელმაც აქციაზე ქალს თმა მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. ის სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც 21 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფ ქალს თმა მოქაჩა.

"როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს", - წერს შსს.