ექვსი სამზე - ხმათა გადანაწილების ამ პროპორციას ელოდებიან პლენუმში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაკვირვების საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ სასამართლოს გავლენიან კლანს, შესაბამისად ხელისუფლებას, იმპიჩმენტისთვის საჭირო 6 ხმა, დიდი ალბათობით, უკვე აქვს. ხელისუფლების მოკავშირეებად განიხილებიან - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, მომხსენებელი ევა გოცირიძე და ოცნების ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ასევე თევდორაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის დანიშნულია.