ის, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყეს, ბრიუსელისთვის გამაოგნებელია. საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ეჭვები მანამდეც არაერთხელ გააჩინა, მაგალითად, რუსეთთან ფრენების აღდგენის დროს და რუსული კანონის ამოქმედებისას. თუმცა ამ საკითხებს გონივრული ახსნა შეიძლება მოეძებნოს. გვესმის, რომ გეშინიათ რუსეთის, მაგრამ როცა საქმე იმპიჩმენტს ეხება, გონივრული ახსნის მოძებნას ბრიუსელში ვერავინ ახერხებს და ჩნდება კითხვა, სინამდვილეში რა უნდა საქართველოს?
განაცხადა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცესის შესახებ.