
რესტორან ქვევრში გვიან ღამით სროლა იყო.
TV პირველის ცნობით, ქართული ოცნების პროპაგანდისტი, ლაშა ბასლანძე, რომელიც რესტორნის ერთერთი მეწილეა, მფლობელს, ზურაბ ტიბუას ფიზიკურად გაუსწორდა.
მათი ინფორმაციით, სავარაუდო მოტივი ფინანსური დავაა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყება დამატებით კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებს.
განახლება: TV პირველმა თავდასხმის კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ბასლანძე, სავარაუდოდ, ტიბუას ფიზიკურად უსწორდება.