რუსეთმა მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინაზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინაზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა ღამით მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით. შეტევა შეეხო რამდენიმე დიდ ქალაქს, მათ შორის კიევს, ოდესას, დნეპროს, ზაპოროჟიეს, კრემენჩუგსა და კრივოი როგს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი. მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში იწვის ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. მისი თქმით, რუსეთმა დედაქალაქი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.

კიევში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. კლიჩკოს განცხადებით, ხანძარია ასევე სვიატოშინის რაიონში საწყობებში, სადაც მეხანძრეები მუშაობენ.

კრივოი როგში დარტყმები სამ ლოკაციაზე დაფიქსირდა, მათ შორის სატრანსპორტო და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე. ალექსანდრ ვილკულის ცნობით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ქალაქში ტროლეიბუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერდა.

ზაპოროჟიეში დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა საწარმო, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამ დრომდე რჩება ბალისტიკური რაკეტებით იერიშის საფრთხე.

კრემენჩუგში ათეულობით აფეთქება მოხდა და ქალაქის ნაწილში ენერგომომარაგება შეწყდა. ოდესაში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები, გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, მათ შორის მრავალსართულიან სახლებში. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.