აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ყველა მგზავრი დაიღუპა

აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ყველა მგზავრი დაიღუპა

შაბათს, დღის მეორე ნახევარში, აშშ-ში, მინესოტაში, მინეაპოლის–სენტ-პოლის გარეუბანში, ეირლეიკის აეროპორტის დასავლეთით Robinson R66 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ლეიკვილის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ნამსხვები სამართალდამცველებმა ადგილობრივი დროით 14:45 საათზე აღმოაჩინეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

Robinson R66 ტურბოძრავი, ხუთადგილიანი ვერტმფრენია - ერთი პილოტი და ოთხი მგზავრი. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ცნობით, ვერტმფრენი გაურკვეველ გარემოებებში ჩამოვარდა და შემთხვევას ხანძარი მოჰყვა.