რაიდერი: ვაგნერელები უკრაინაში რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ

რაიდერი: ვაგნერელები უკრაინაში რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ

პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, ვაგნერელები უკრაინაში რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ.

"რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.

კრემლში განაცხადეს, რომ ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა დაჯგუფება ვაგნერის ხელძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და მის დაქირავებულ მებრძოლებთან.

დღეს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი იურიდიულად არ არსებობს".