რადა EU-ს წევრებს მოუწოდებს, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს

რადა EU-ს წევრებს მოუწოდებს, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს

რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ.

ამასთან, უმაღლესი რადას მოწოდებაა, გაგრძელდეს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ბრძოლაში, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ასევე, ევროპული ღირებულებისთვის დემოკრატიის, პლურალიზმის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში.

ასევე, პარლამენტი თხოვნით მიმართავს ევროპარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მიკროფინანსურ სტაბილურობას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული მექანიზმებით.