ფრიდრიხ მერცი აშშ-ში ჩავა და დონალდ ტრამპს შეხვდება

ფრიდრიხ მერცი აშშ-ში ჩავა და დონალდ ტრამპს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომდევნო კვირას ვაშინგტონში ჩავა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაცია POLITICO-ს გერმანიის მთავრობის სპიკერმა სტეფან კორნელიუსმა დაუდასტურა.

ეს კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ფრიდრიხ მერცის პირველი ვიზიტი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლიდერები ერთმანეთს თეთრ სახლში ხუთშაბათს, 5 ივნისს შეხვდებიან და განხილვის თემა იქნება - ომი უკრაინაში, აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სავაჭრო საკითხები.

დაგეგმილია შეხვედრის შემდგომი პრესკონფერენცია.