ევროკავშირის კარი ღიაა. [...]
მაგრამ როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირში? ევროკავშირში ყველა კანონმდებლობა უნდა მიიღოთ. როდესაც ამას გააკეთებთ, როდესაც ევროკავშირის კანონები გახდება კანონები აქ, წევრი გახდებით. თუ ამას არ იზამთ, წევრი არ ხართ. ძალიან მარტივი გასაგებია.
და, გთხოვთ, მერწმუნეთ: სწორედ ჩვენ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვწყვეტთ, ვინ გაწევრიანდება და როდის. კანდიდატები არ გადაწყვეტილებას არ იღებენ.
მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრი ადამიანია, რომელიც დამემოწმება, რომ ყოველთვის ვმოქმედებდი, როგორც მეგობარი. როგორც მეგობარმა, უნდა გითხრათ: თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობისა და ბოლო 30 წლის პრივილეგირებული პარტნიორობა დაკარგვის რისკის ქვეშ ხართ.
თქვენ გადაწყვიტეთ.
ნება მომეცით, პირადი შეხედულება დავამატო: ნუ წარმოგიდგენიათ, რომ თუ ზურგს გვაქცევთ, დაგედევნებით და უკან დაბრუნებას შეგევედრებით.
ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ანალიზები სხვა მიმართულებით ვითარდება.
უფრო მეტი ადამიანი ხდება არაშორსმჭვრეტელი, ეგოისტური. ისინი ფიქრობენ: "პირველ რიგში ჩვენ", ან ძირითადად "მხოლოდ ჩვენ". მათ არ აღელვებთ საერთაშორისო თანამშრომლობა. მათ არ აინტერესებთ ევროკავშირის გაფართოება.
სხვა სიტყვებით: ევროკავშირში საკმარისი პრობლემებია, კიდევ ერთი არ გვჭირდება.
ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.