ხვალიდან ალბათ აჭრელდება სოციალური ქსელები ე.წ. ჩარჩოებით და ბანერებით - "ეს დღე ჩვენია". წლებია ამ ფრაზით ხვდება ივანიშვილის ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა, ამ ხელისუფლებისგან ისიც გვახსოვს თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში სახელმწიფო დროშები როგორ არ გამოკიდეს - ეს ამბავი 2020-ში იყო, მაშინ ყველაფერი კორონავირუსს დაჰბრალდა და ისიც ითქვა, რომ პანდემიის გამო ყველაფერი ლიმიტირებულად გაკეთდა.